საგარანტიო პირობები

პატივცემულო მომხმარებელო,

PocketBook-ი გამოხატავს დიდ მადლიერებას თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის. ჩვენ ვიძლევით ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხისა და საიმედო მუშაობის გარანტიას იმ პირობით, თუ დაცული იქნება მათი ექსპლუატაციის წესები, რომლებიც მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს საგარანტიო ვალდებულებები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

PocketBook-ი არ იძლევა გლობალურ (საყოველთაო) გარანტიას. PocketBook-ის საგარანტიო ვალდებულებები ვრცელდება ადგილობრივად და შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყნის მიხედვით, სადაც შეიძინეთ მოწყობილობა.

PocketBook-ის მიერ კონკრეტული ქვეყნისთვის დაწესებული საგარანტიო ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ მოწყობილობებზე, რომელთა რეალიზაციასაც PocketBook-ი ითვალისწინებს ამ ქვეყანაში, შეიძინეთ ამ ქვეყანაში და რომლებმაც გაიარეს ამ ქვეყნის მიერ დადგენილი სერტიფიცირების ან სტანდარტებთან შესაბამისობის მსგავსი პროცედურები.

 

ზოგადი საგარანტიო პირობები

PocketBook-ი საკუთარი შეხედულების მიხედვით შეაკეთებს ან ჩაანაცვლებს მოწყობილობას ან მის დეფექტიან ნაწილებს წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად. PocketBook-მა შეიძლება ჩაანაცვლოს დეფექტიანი ნაწილები ახალი ან აღდგენილი ნაწილებით ან მოწყობილობებით, რომლებიც ახალი ნაწილების იდენტურია, ორივე, როგორც ფუნქციური, ისევე ტექნიკური მახასიათებლების მხრივ.

ყველა ჩანაცვლებული ნაწილი და მოწყობილობა გადადის PocketBook-ის საკუთრებაში.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ვრცელდება მოწყობილობის ნაწილების ნებისმიერი სახის შეკეთებასა თუ ჩანაცვლებაზე თვადაპრიველი საგარნატიო ვადის დარჩენილი დროის მანძილზე ან მოწყობილობის მომსახურების შემდეგ დაბრუნებიდან 3 თვის განმავლობაში, იმისდა მიხედვით, რომელი ვადაც უფრო ხანგრძლივი იქნება.

ვიდრე განაცხადებდეთ პრეტენზიას PocketBook-ის პროდუქტის დეფექტიანობის შესახებ და ეწვევით მომსახურების ავტორიზებულ ცენტრს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრს ან მომსახურების ავტორიზებულ ცენტრს თქვენს ქვეყანაში. საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრისა და მომსახურების ავტორიზებული ცენტრების საკონტაქტო მონაცემებისთვის, გთხოვთ ეწვიეთ PocketBook-ის ოფიციალურ საერთაშორისო ვებსაიტს ბმულზე: www.pocketbook.ch და მოიძიეთ თქვენი ქვეყნისთვის განკუთვენილი „მხარდაჭერის“ გვერდი.

წინამდებარე გარანტია არ ვრცელდება მომსახურების ავტორიზებულ ცენტრში და ავტორიზებული ცენტრიდან თქვენი მოწყობილობის ტრანსპორტირების ხარჯებზე და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, თუ ადგილობრივი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ მოწყობილობა მომსახურების ცენტრში იმ ქვეყნიდან/რეგიონიდან, სადაც PocketBook-ს აქვს მომსახურების ავტორიზებული ცენტრი. თუ თქვენ ხართ ისეთ ქვეყანაში/რეგიონში, სადაც PocketBook-ს არ აქვს მომსახურების ავტორიზებული ცენტრი, მაშინ თქვენ უნდა მიაწოდოთ მოწყობილობა შესაბამის მომსახურების ცენტრს საკუთარი ძალებითა და საკუთარი ხარჯით. PocketBook-ი ვერ დაგეხმარებათ და არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის მომსახურების ავტორიზებული ცენტრისთვის საზღვრებს გარეთ მიწოდებისა და ამგვარი მიწოდებიდან გამომდინარე შესაბამის განბაჟებაში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ დიაგნოსტიკური პროცედურის საფასური, თუ მომსახურების ავტორიზებული ცენტრი აღმოაჩენს შემდეგს:

a)      დიაგნოსტიკის შემდეგ გამოვლინდა, რომ შეკეთებაზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები (გარანტიის ვადის გასვლის შემთხვევებში).

b)      მოწყობილობა გამართულად მუშაობს და არ გამოვლინდა დეფექტები ან შეფერხებით მუშაობა.

c)       მომხმარებელი უარს აცხადებს საგარანტიო მომსახურების მიღებაზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დიაგნოსტიკის საფასური განსხვავდება მომსახურების ცენტრის მიხედვით და არ არის განსაზვრული ან დადგენილი PocketBook-ის მიერ.

მხოლოდ PocketBook-ის მიერ ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ შეკეთება და მომსახურების გაწევა. მომსახურების ავტორიზებული ცენტრების საკონტაქტო პირების სია მოცემულია ბმულზე: www.pocketbook.ch, თქვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი „მხარდაჭერის“ გვერდზე. მოწყობილობის ყოველგვარი გახსნა, მოწყობილობის ყოველგავრი შეკეთება ან მოწყობილობის მუშაობაში ყოველგვარი სხვა სახის ჩარევა ითვლება მესამე მხარის ჩარევად და გამოიწვევს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას.

სანამ მიმართავთ მომსახურების ცენტრს, გთხოვთ შეინახეთ ყველა მნიშვნელოვანი მონაცემის სარეზერვო ასლი და წაშალეთ ყველა კონფიდენციალური თუ პერსონალური მონაცემი სრულად.

 

პროდუქტის საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადები

PocketBook-ის მოწყობილობების საგარანტიო ვადა შეადგენს მოწყობილობის შეძენის დღიდან 24 თვეს, მაგრამ მოწყობილობის წარმოების დღიდან არაუმეტეს 30 თვისა. PocketBook-ის მოწყობილობების საექსპლუატაციო ვადა შეადგენს მოწყობილობის შეძენის დღიდან 36 თვეს, მაგრამ მოწყობილობის წარმოების დღიდან არაუმეტეს 42 თვისა.

ბატარეის საგარანტიო ვადა შეადგენს მოწყობილობის წარმოების დღიდან ან ბატარეის ჩანაცვლების დღიდან 6 თვეს. ბატარეის საექსპლუატაციო ვადა შეადგენს 6 თვეს.

ლითიუმ-იონური ტექნოლოგიით დამზადებული ბატარეების წარმადობა დამოკიდებულია დამუხტვა-განმუხტვის ციკლების რაოდენობაზე, გამოყენების პირობებზე (ტემპერატურა, ძაბვა) და შენახვის ხანგრძლივობაზე. ლითიუმ-იონური ბატარეები, როგორც წესი, უძლებს შეზღუდული რაოდენობის დამუხტვა-განმუხტვის ციკლებს, ხოლო ყოველი დამუხტვა-განმუხტვის ციკლის შემდეგ ბატარეის ნომინალური სიმძლავრე მცირდება. ამგვარად, მუშაობის დროს ბატარეის გამო მოწყობილობის ექსპლუატაციის დროის შემცირება  არის ბუნებრივი ცვეთით გამოწვეული ჩვეულებრივი პროცესი.

PocketBook-ის აქსესუარების საგარანტიო ვადა შეადგენს შეძენის დღიდან 6 თვეს. PocketBook-ის აქსესუარების საექსპლუატაციო ვადა შეადგენს შეძენის დღიდან 6 თვეს.

მოწყობილობის ხუფები თუ მილისები ასრულებენ დაცვით ფუნქციას; მიუხედავად ამისა, მათ არ შეუძლიათ სრულად აღკვეთონ სხვადასხვა მექანიკური ზემოქმედებისგან, წვეთებისგან, დარტყმისგან, წნევისგან, გადაკეცვისგან, გაღუნვისგან და ა.შ. შესაძლო დაზიანება.

დარჩენილი საგარანტიო ვადის განსაზვრისთვის, PocketBook-ის მომსახურების ცენტრი ვალდებულია PocketBook-ის მოწყობილობების მონაცემთა ბაზაში შეამოწმოს მოწყობილობის წარმოების დღიდან გასული ვადა.

როდესაც ზემოხსენებული ვადა აღემატება 24 თვეს, PocketBook-ის მომსახურების ცენტრი ვალდებულია განსაზღვროს საგარანტიო ვადის დაწყების დღე შეძენის დღიდან გამომდინარე, რომელიც მითითებულია მომხმარებლისათვის გადაცემულ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტში: სალაროს ჩეკი (ყოდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ქვითარი, სასაქონლო ზედნადები) ან შესყიდვის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის თარიღს, მოდელის სახელწოდებას, სერიულ ნომერს და გამყიდვლის ხელმოწერასა და ბეჭედს.

თუ მომხმარებელი არ მოგვაწვდის შესყიდვის დამადასტურებელ არცერთ დოკუმენტს ან თუ მოწოდებული დოკუმენტები შეიცავენ არასრულ ან არასწორ ინფორმაციას, მაშინ საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მოწყობილობის წარმოების დღიდან, რომელიც აღბეჭდილია მოწყობილობის საცალო შეფუთვაზე და ასევე დაშიფრულია მოწყობილობის სერიულ ნომერში.

თუ მოწყობილობის საგარანტიო ვადა, რომელიც იწყება მოწყობილობის წარმოების დღიდან, ამოიწურა, მაშინ PocketBook-ი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე.

PocketBook-ი უფლებამოსილია გაწიოს საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომი თუ გარანტიის შემდგომი მომსახურება იმ მოწყობილობებისთვის, რომელთა საექსპლუატაციო ვადა ამოიწურა. მომსახურების გაწევა შეიძლება იმ მოწყობილობებისთვის, რომელთა საექსპლუატაციო ვადა ამოწურულია, თუ მომსახურების ცენტრს აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობები.

 

შეზღუდვები და გამონაკლისები

PocketBook-ი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომლის ღირებულებაც აღემატება მოწყობილობის შესყიდვის საფასურს, ასევე ფუნქციონირების შესაძლებლობის დაკარგვაზე, დროის დაკარგვაზე, შეწუხებაზე, კომერციულ დანაკარგზე, დაკარგულ მოგებასა თუ დანაზოგზე, სხვა შემთხვევით, სპეციალურ ან ირიბ დანაკარგზე, ჯარიმებსა თუ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებზე, რომლებიც გამომდინარეობს მოწყობილობის გაუმართავი მუშაობიდან ან გამოყენების შეუძლებლობიდან.

წინამდებარე შეზღუდული გარანტია არ მოიცავს და არ ვრცელდება შემდეგზე:

1. კაბელებზე, გადამყვან შტეფსელებსა და აქსესუარებზე, რომლებიც თან ახლავს მოწყობილობას.

2. ბუნებრივ ცვეთასა თუ მციორეოდენ დეფექტებზე (ნაკაწრები, ნაფხაჭნები, ლაქები, დალაქვებული ან გადახეხილი ზედაპირები თუ სპეციალური საიზოლაციო საფარი, ფოსოები, მომტვრეული ადგილები, რაიმე ქიმიური ნივთიერების, სამედიცინო ან კოსმეტიკური პროდუქციის ზემოქმედების შედეგები და სხვა).

3. მონაცემების, პარამეტრების, მომხარებელთა პროფილების, ფაილების ან პროგრამების მთლიანობასა და აღდგენაზე.

4. მოწყობილობის არათავსებად პორტზე, შემაერთებლებზე თუ ელექტრობკვების ბლოკზე მიერთებით, ასევე ძაბვის დაცემით გამოწვეულ დაზიანებებზე და სხვა.

5. მესამე მხარეების ჩარევით (მოწყობილობის ნაწილების ან პროგრამული უზრუნველყოფის შეკეთებით, ინსტალაციით ან/და ჩანაცვლებით, ასევე მავნე პროგრამების ან ვირუსების მოქმედებით) გამოწვეული დეფექტები.

6. მომხარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ექსპლუატაციის წესების დარღვევით გამოწვეულ დაზიანებებსა და დეფექტებზე, ასევე მოწყობილობის შეუფერებელ თუ არასათანადო გამოყენებაზე.

7. მოწყობილობისთვის არაორიგინალი აქსესუარების ან ნებისმიერი მესამე მხარის პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ დაზიანებებსა და დეფექტებზე.

8. მოწყობილობის კორპუსში ნებისმიერი სახის სითხის მოხვედრით ან მოწყობილობის სითხეში ჩაშვებით გამოწვეულ დაზიანებებსა და დეფექტებზე.*

* მოწყობილობის ზოგიერთი მოდელი შეესაბამება ტენიანობისგან დაცვის გარკვეულ კლასს. თქვენი მოწყობილობის ტენიანობისგან დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თქვენი მოდელისთვის განკუთვნილი მომხმარებლის სახელმძღვანელო ან თქვენი მოწყობილობის აღწერილობა, რომელიც მოცემულია ბმულზე: www.pocketbook.ch, იმ ქვეყნის „მხარდაჭერის“ გვერდზე, სადაც შეიძინეთ მოწყობილობა.

9. მექანიკურ დაზიანებაზე, მათ შორის მესამე მხარის მიერ ნივთიერებების ან საგნების გამოყენების ზეგავლენით, ასევე დავარდნით ან სხვაგვარი მექანიკური დარტყმით გამოწვეულ ფარულ დაზიანებაზე (მაგ., ეკრანის, მეხსიერების ბარათის ჭრილის, მოწყობილობის პორტების ან კონექტორების, ასევე მისი კორპუსის ნაწილების და ა.შ. დაზიანება).

10. ეკრანზე გამოტანილ გამოსახულებებში რუხი ფერის სხვადასხვა გრადაციებსა და არაერთგვაროვან ჩრდილებზე, რაც წარმოადგენს ელექტრონული ლენის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ყველა ეკრანის ტექნიკურ მახასიათებელს (E-Ink), და არ არის დეფექტი.

11. იმ შემთხვევებზე, როდესაც მოწყობილობის ეკრანზე „გატეხილი“ პიქსელების (შავი ან მნათი წერტილების) რაოდენობა არ აღემატება ხუთს.

12. მოწყობილობის ეკრანზე კაშკაშა არეების გაჩენაზე, რომლებიც ეკრანის კონტრაჯურული ნათების დროს ხილვადია სხვადასხვა კუთხეებიდან. ზემოხსენებული გამოწვეულია ეკრანის კონტრაჟურული ნათების წარმოების ტექნოლოგიების ტექნიკური მახასიათებლებით და არ არის მოწყობილობის დეფექტი.

13. მოწყობილობის ეკრანის განათების ჩრდილებში არსებულ განსხვავებებზე, როდესაც ეკრანის კონტრაჟურული ნათება ჩართულია. ეს არის შუქდიოდის (LED) წარმოების პროცესის ტექნიკური მახასიათებელი, რომელიც არ წარმოადგენს მოწყობილობის დაბალი ხარისხის მაჩვენებელს ან განცხადებული ტექნიკური პარამეტრებიდან გადახრას.

14. კონტრაჟურული ნათების დროს მოწყობილობის ეკრანის ფსკერზე ჩრდილებისა და განსაკუთრებით კაშკაშა არეების არსებობაზე.

15. მოწყობილობისადმი/აქსესუარებისადმი, მისი კორპუსის ნაწილებისადმი, შიდა ნაწილებისადმი, მფარავი შრეებისადმი ან სუნისადმი აუტანლობის, მათ მიერ გამოწვეული გაღიზიანების, ალერგიისა და სხეულის სხვა რეაქციების ინდივიდუალურ შემთხვევებზე.

შეზღუდული გარანტია პროგრამულ უზრუნველყოფაზე

მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა“) მოწოდებულია „როგორც არის“. PocketBook-ი არ იძლევა მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ხარისხის, მუშაობის და ფუნქციურობის ან მისი PocketBook-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის გარანტიას. PocketBook-ი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ შეიცავს პროგრამულ შეცდომებს ან ხარვეზებს. PocketBook-ი არ იძლევა მოწყობილობის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციის თავსებადობის გარანტიას აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ისეთ პროდუქციასთან, რომელიც არ წარმოადგენს მოწყობილობის ნაწილს, გარდა მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიერ დადგენილი შემთხვევებისა. PocketBook-ი არ იძლევა პროგრამული უზრუნველყოფის შესაფერისობის გარანტიას მომხმარებლის მიზნებისთვის, ის ასევე არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა დააკმაყოფილებს მომხმარებლის პირად მოთხოვნებსა და მოლოდინს ან ისეთი ანალოგიური მოწყობილობის მახასიათებლებს და ისეთ სტანდარტებს, რომლებიც არ არის მოყვანილი თანმხლებ დოკუმენტაციაში ან PocketBook-ის ვებსაიტზე.

PocketBook-ი არ იძლევა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ფუნქციონირების გარანტიას, რომელიც შეიცავს არასწორ ან დაზიანებულ ფაილებს და არ აგებს პასუხს მესამე მხარის ფაილების სწორ ფუნქციონირებაზე.

მოწყობილობების საექსპლუატაიო ვადის დროს, PocketBook-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულების მიხედვით, პერიოდულად გააუმჯობესოს მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა“) და მოახდინოს მისი მოდიფიცირება, ასევე დროდადრო გამოუშვას პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნვლყოფის“) ახალი ვერსიები. მოწყობილობით სარგებლობისას მომხმარებლის მართლაც საუკეთესო გამოცდილების მისაღებად, PocketBook-ი მტკიცედ გირჩევთ, გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) უახლესი ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია გასაახლებალად Wi-Fi-ით ან კომპანიის ვებსაიტის  „მხარდაჭერის“ გვერდზე, რომელიც თქვენი ქვეყნისთვისაა განკუთვნილი.

საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურების დროს, PocketBook-ი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების მიხედვით, გადაწყვიტოს პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) ინსტალაცია (ხელახალი ინსტალაცია) და განაახლოს მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა“). მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების უმეტეს შემთხვევებში, პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) ინსტალაცია (ხელახალი ინსტალაცია) ან განახლება არის სავალდებულო და აუცილებელი ეტაპი და წარმოადგენს მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ასევე მისი შემგომი დიაგნოსტიკის, ტექნოლოგიური პროცესის განუყოფელ ნაწილს.

პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) წინანდელი ვერსიების გამოყენებისას, PocketBook-ი და მომსახურების ცენტრი არ იძლევა მოწყობილობის შემდგომი სწორი ფუნქციონირების გარანტიას, ასევე არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებაზე პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) წინანდელი ვერსიების გამოყენების შემთხვევებში. მომხმარებლის უარი, შეასრულოს მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის („ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის“) ინსტალაცია (ხელახალი ინსტალაცია) ან განაახლოს იგი ითვლება მომხმარებლის მიერ მოწყობილობის საგარანტიო მომსახურებაზე უარის განცხადებად.